
ახალი ამბები
საზენიტო დივიზიონი საწვრთნელ სროლებს ატარებს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – დღეს სამხედრო წვრთნების “კახეთი 2002”-ის ფარგლებში სროლები ჩაატარა თავდაცვის სამინისტროს საზენიტო დივიზიონმა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო. სამეთაურო-საშტაბო სწავლება “კახეთი 2002” ერთი კვირის წინ დაიწყო და ის სხვადასხვა ტიპის ვარჯიშების ჩატარებას ითვალისწინებს. ახლო მომავალში სწავლებას შეუერთდებიან კახეთის რეგიონში მცხოვრები 200-მდე რეზერვისტი. ასევე იგეგმება საჩვენებელი სროლების ჩატარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სწავლების მეორე ფაზა 28 აგვისტოს დაიწყო და მის ფარგლებში რამდენიმე სასროლეთი მოეწყო. სროლები მიმდინარეობდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, სნაიპერული შაშხანებიდან და ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან.