ახალი ამბები

სამართალდამცავები პანკისის მოსახლეობისგან იარაღს შეისყიდიან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები პანკისის მოსახლეობისგან იარაღის შესყიდვას აპირებენ. ამის შესახებ 31 აგვისტოს ჟურნალისტებს აცნობა სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.

მისი თქმით, ეს მეთოდი წარმატებით იქნა აპრობირებული ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე და მისი განხორციელება პანკისის ხეობაშიც შესაძლებელია, თუკი დონორი სახელმწიფოები საქართველოს შესაბამის ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

25 აგვისტოს პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები შეიყვანეს და შს მინისტრ კობა ნარჩემაშვილის მეთაურობით ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება დაიწყო.

2 სექტემბერს ამ ოპერაციის მეორე ფაზა დაიწყო, რომელიც კონკრეტული ინფორმაციის მოძიებასა და ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს ითვალისწინებს.

Back to top button