ახალი ამბები

პარლამენტი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას გმობს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – პარლამენტმა სამდღიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო განცხადება, სადაც რუსეთის მიერ 23 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა არის დაგმობილი.

დღეს პარლამენტის ბიუროზე რამდენიმე დოკუმენტი და პოლიტიკური გადაწყევიტლება განიხილებოდა: საქართველოს დსთ-დან გამოსვლა და რუსეთის სამშვიდობო ჯარების საქართველოდან გაყვანა, რუსეთიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოწვევა და ‘იტერასთან’ კონტრაქტის გაუქმება, რომლის თანახმად, ამ კომპანიას თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი და რუსთავის ქიმკომბინატი “აზოტი” გადაეცა.

პარლამენტარების აზრი მკვეთრად გაიყო ბიუროს ხდომაზე, ხოლო მოგვიანებით პარლამენტის საგანგებო სხდომა რამდენიმე ფრაქციამ, მათ შორის, “საქართველოს აღორძინების პარტიამ” და “სოციალისტებმა” დატოვა.

“აღორძინების” ლიდერის ჯემალ გოგიტიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა საქართვლოს პრეზიდენტის, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის უნიათობის ბრალია, რის გამოც მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

“ტერიტორიების გაცემით შევარდნაძე სკამს ინარჩუნებს”, განაცხადა გოგიტიძემ.

გვიან საღამოს პარლამენტმა განცხადება მიიღო, სადაც საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედება დაგმობილია. პარლამენტმა აგრეთვე კენჭი უყარა საქართველოს დსთ-დან გამოსვლას და ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც არ ადარდებს გვბომბავენ თუ – არა”, განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ბარამიძემ.


 

მსგავსი/Related

Back to top button