ახალი ამბები

კონტროლის პალატის მოხსენება კორუფციის შესახებ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი სახელმწიფო უწყებებში არსებული კორუფციის შესახებ ვრცელი მოხსენებით გამოვიდა.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ძირითადი აქცენტი ენერგეტიკის სფეროში არსებულ დარღვევებზე გააკეთა. მისი თქმით, “საქგაზის” ყოფილმა პრეზიდენტმა და პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა დავით ბეჟუაშვილმა დაახლოებით 545 000 დოლარის საფასურად საქართველოს თითქმის მთელი გაზგამანაწილებელი ქსელი ჩაიგდო ხელში.

მოლაშვილის განცხადებით, ბეჟუაშვილს ლობირებას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტარი მიხეილ სააკაშვილი უწევს.

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სააკაშვილი მისი იუსტიციის მინისტრობის დროს 105 000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ძალოვანი უწყებების მინისტრებსა და გენერალურ პროკურორს მოუწოდა, დაინტერესდნენ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებით და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button