ახალი ამბები

ელიტური ნაწილების ოფიცრები არმიაში დარჩებიან

თავდაცვის მინისტრთან გამართული საუბრის შემდეგ სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობების შემსრულებელმა ნიკა ჯანჯღავამ განაცხადა, რომ იგი ტივებს ტანამდებობას და არმიას, ხოლო სხვა ოფიცრები, რომლებმაც სამხედრო სმასახურის დატოვების თხოვნით პატაკი დაწერეს, თავიანთ ნაწილებში დაბრუნდნენ.

“იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა არმიაში, საქართველო კომანდოს და კოჯრის ბატალიონების გარეშე დარჩება”, – განუცხადა ჯანჯღავამ ჟურნალისტებს დავით თევზაძესთან მოლაპარაკებების შემდეგ.

დღეს თავდაცვის სამინისტროს კომანდოს ბატალიონისა და კოჯორში დისლოცირებული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის 102-მა ოფიცერმა თავდაცვის მინისტრის სახელზე სამხედრო სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის მეთაურმა ჯონი ფირცხალაიშვილმა მოიწვიეს შეიარაღებული ძალების მეთაურების საგანგებო შეხვედრა ოფიცრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განსახილველად.

ამ ოფიცერთა შორის იყო ნიკა ჯანჯღავა, სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. მისი თქმით, გადაწყვეტილება განპირობებულია ჯარში არსებული აუტანელი ვითარებით. როგორც მან “რუსთავი-2”-ს განუცხადა, ოფიცრებს არ აქვთ არანაირი მოთხოვნა გარდა ერთისა: დაკმაყოფილდეს მათი თხოვნა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

როგორც “სივილ ჯორჯია”-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმირებულმა წყარომ შეატყობინა, ნიკა ჯანჯღავას უთანხმოება ჰქონდა დავით თევზაძესთან მისი შეიარაღებული ძალების სარდლად დანიშნვნის საკითხზე, რადგან ცხადი იყო, რომ მის დროებით დანიშვნას არ მოჰყვებოდა საბოლოო გადაწყვეტილება.

თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯანჯღავას ტანამდებობიდან დაითხოვენ “ინფორმაციის არასანქცირებული გავრცელების გამო”. მინისტრს დანარჩენი დეტალები არ გაუმხელია.

ჯანჯღავა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა აშშ-დან, სადაც ის ერთ-ერთ სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.

ელიტარული ბატალიონების ოფიცრების გადაწყვეტილება ცნობილი გახდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შემდეგი – საველე წვრთნების ფაზის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. კომანდოსა და კოჯორის ბატალიონებს აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ აღნიშნულ პროგრამაში.

დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა დავით დარჩიაშვილმა “სივილ ჯორჯია”-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოფიცრების გადაწყვეტილება სამხედრო სამსახურიდან წასვლის შესახებ უშუალოდ არის დაკავშირებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებასთან.

ბოლო დროს არაერტმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ არიან გარკვეული ძალები, რომელთაც სურთ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის შეფერხება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა 18 ივლისის კომიტეტის სხდომაზე არ გამორიცხა, რომ ასეთი ძალები, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროშიც იყვნენ.

ბათიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული შეიარაღებული ძალების არასაკმარისი დაფინანსება აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყანაში საერთო დესტაბლიზიცაიამდე. კომიტეტმა ასევე განიხილა თავდაცვის სფეროში საბიუჯეტო სიტუაცია.

2002 წლის პირველი ნახევრისათვის თავდაცვის სამინისტროსადმი ბიუჯეტის დავალიანებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა იმ დროსმ როდესაც მთლიანად, 2002 წლისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის 17 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

მსგავსი/Related

Back to top button