ახალი ამბები

დეპუტატები კრედიტების ხარჯვის შესამოწმებლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

(თბილისი, 20 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 20 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ლეიბორისტების ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მიმართა წერილობითი განცხადებით, რომ შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 1992-2001 წლებში საქართველოში შემოსული კრედიტებისა და გრანტების ხარჯთაღრიცხვის შესამოწმებლად.

ინჯიას თქმით, მის ამ განცხადებას პარლამენტის 49 დეპუტატი აწერს ხელს, თუმცა როგორც მანვე აღნიშნა დეპუტატებს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუმჟღავნებიათ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

ფრიდონ ინჯიას ინფორმაციით, კომისია 7 კაცისგან უნდა ჩამოყალიბდეს და სამი თვის ვადაში უნდა მოამზადოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახებ.

Back to top button