
პარლამენტი სააკაშვილის საკითხს ცალკე არ განიხილავს
(თბილისი, 18 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ დეპუტატ მიხეილ სააკაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხი საკანონმდებლო ორგანომ ცალკე არ განიხილოს, ვიდრე მზად არ იქნება საკითხი დანარჩენი დეპუტატების თაობაზეც, რომლებმაც ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოოებში არჩევის შემდეგ საქართველოს უმარლესი საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვონ.
მიხელ სააკაშვილს არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში მანდატების მიხედვით პირველ ადგილზე გასული ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევისას მხარდაჭერას დაპირდა, თუ იგი პარლამენტის დეპუტატობას დათმობდა.
სააკაშვილმა პარლამენტიდან გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხის განხილვა გადადო.
გადადების მიზეზი ის გახდა, რომ ვიდრე მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ამ პირთა უფლებამოსილებებს არ ცნობენ, კანონის მიხედვით, პარლამენტი ამ საკითხსა არ განიხილავს.
თუმცა ახალი მემარჟვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ მოითხოვა, რომ სააკაშვილის საკითხი მაინც განეხილათ. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.