ახალი ამბები

პარლამენტი სააკაშვილის უფლებამოსილებების შეწყვეტას განიხილავს

(თბილისი, 18 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს დეპუტატ მიხეილ სააკაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხი თბილისის საკრებულოში მის გადასვლასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დატოვებას არ აპირებდა, თუ მისი ნაციონალური მოძრაობა აბსოლუტური უმრავლესობით არ მოვიდოდა თბილისის საკრებულოში. მაგრამ რამდენიმე დღის წინ ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას მხარდაჭერას დაპირდა, რისთვისაც სააკაშვილისგან პარლამენტის დატოვება მოითხოვა.

დღესვე საქართველოს პარლამენტმა 2 ივნისს ჩატარებულ დამატებითი საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებებიც უნდა დაამტკიცოს.

Back to top button