ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას გუნდი საკუთარ პარტიას ქმნის

(თბილისი, 17 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ზურაბ ჟვანიას გუნდი საკუთარ პარტიას აყალიბებს, რომელსაც “გაერთიანებული დემოკრატები” ერქმევა.

ამ წუთებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პარტიის პირველი ყრილობა მიმდინარეობს. მასზე პარტიის თავმჯდომარესა და 21 კაცის შემადგენლობის კომიტეტს ირჩევენ.

მას შემდეგ რაც სასამართლომ “მოქალაქეთა კავშირი” ქვემო ქართლის რწმუნებულს ლევან მამალაძეს არგუნა, ზურაბ ჟვანიას გუნდმა 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის” სახელით მიიღო მონაწილოება და თბილისის საკრებულოში 3 წარმომადგენლით გავიდა.

Back to top button