
პრეზიდენტი თბილისის ახალ საკრებულოზე საუბრობს
(თბილისი, 17 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით. “მე არავითარი სურვილი არ მაქვს ამ საკითხში ჩავერიო. ეს ჩემი მხრივ უტაქტობა იქნებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა თვით საკრებულოს წევრთა გადასაწყვეტია. მისმა წევრებმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც მაზანშეწონილად მიაჩნიათ”, აღნიშნა პრეზიდენტმა შევარდნაძემ და იქვე დასძინა, რომ საკრებულოს წევრნი შემდეგ თავად უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ გადაწყვეტილებაზე.
მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით პრეზიდენტ შევარდნაძის ძირითად ოპოზიციონერად ითვლება. მის კანდიდატურას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერს ლეიბორუსტული პარტია, რომელმაც არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოში ყველაზე მეტი (16) ადგილი მოიპოვა.