ახალი ამბები

ეუთო გუდაუთის ბაზის შემოწმებას აპირებს

(თბილისი, 15 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს ექსპერტები სოხუმში ჩავლენ, საიდანაც გუდაუთის ბაზის შესამოწმებლად გაემგზავრებიან.

1999 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე რუსეთმა გუდაუთიდან თავისი სამხედროების გაიყვანის ვალდებულება იკისრა.

აფხაზური მხარე გუდაუთის ბაზის ინსპექტირებაში ქართული მხარის მონაწილეობის წინააღმდეგია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ 14 მაისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაზის შემოწმება ქართული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე არ შედგება.

Back to top button