
ახალი ამბები
რუსთავის არჩევნების საბოლოო შედეგები
(თბილისი, 14 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 9 ივნიის რუსთავში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. რუსთავის საკრებულოში უმეტესი (4) ადგილი სააკშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მოქალაქეთა კავშირი – 2 ადგილი, ლეიბორისტული პარტია – 2, სოციალისტები – 3, აღორძინება-XXI – 1, ახალი მემარჯვენეები – 1. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსთავის მერად მოსახლეობამ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი მერაბ ტყეშელაშვილი აირჩია. ადგილობრივი არჩევნები რუსთავში 2 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის ბიულეტენების გატაცების გამო ჩაიშალა.