ახალი ამბები

აფეთქება თბილისში

(თბილისი, 14 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, ღამის 1.00 საათზე, 9 აპრილის სახელობის ბაღში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით, აფეთქება 500 გრამმა ტროტილმა გამოიწვია.

“როგორც ჩანს, აფეთქება დაშინების მიზნით მოხდა”, აღნიშნა ხაბურძანიამ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

მომხდარს უშიშროების სამინისტრო იძიებს.

Back to top button