ახალი ამბები

თევზაძე დსთ-ის თავდაცვის მინისტრების სამიტზე

(თბილისი, 14 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 14-15 ივნისს ყირგიზეთში გამართულ დსთ-ის სამიტში იღებს მონაწილეობას, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

სამიტზე განიხილება თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტზე დსთ-ის სამშვიდობო ძალებზეც იმსჯელებენ.

ეს დსთ-ის თავდაცვის სამინისტროების მე-10 საიბულეო სამიტი გახლავთ.

Back to top button