ახალი ამბები

რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახური ქმნის სპეციალურ ჯგუფს დეპორტირებული მესხების პრობლემების შესასცავლად

(თბილისი, 13 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ამის თაობაზე, რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით,  ხუთშაბათს გამართულ პერსკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საემიგრაციო სამსახურის უფროსმა ანდრეი ჩერნენკომ.

მისი თქმით, დეპორტირებული მესხების პრობლემა არა მარტო კრასნოდარის მხარეში განიხილება, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ, საერთაშორისო კონსულტაციების თემაცაა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩერნენკო არ გამორიცხავს დიალოგს თურქეთთანაც, თუმცა მისი თქმით, პირველ რიგში საქართველომ უნდა შეასრულოს ამ მიმართულებით ნაკისღი ვალდებულებები.

ჩერნენკოს თქმით, კრასნოდარის მხარეში დეპორტირებული მესხების პრობლემებს შეისცავლის ადამიანი, რომელსაც ახლა “კონკურსის სახით ირჩევენ”.

კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ, სადაც ახლა 20 ათასამდე დეპორტირებული მესხი ცხოვრობს, მათი პრობლემის მოგვარებაში გადაწყვიტა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩართოს.

დეპორტირებული მესხების რეაბილიტაცია ევროპის საბჭოს ერტ-ერტი მოტხოვნაა, რომელიც საქართველოს ამ ორგანიზაციაში მიღებისას წაუყენეს. ჯფიციალურმა თბილისმა ამასთან დაკავშირებით ზომების მიღების პოირობა დადო, თუმცა ეტაპობრივად 2012 წლამდე.

მესხები 1944 წელს იყვნენ დეპორტირებული საბჭოთა საქართველოდან.

Back to top button