ახალი ამბები

საქართველოს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

(თბილისი, 13 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ლუი მიშელი ჩამოვიდა.

მან უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესთან. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას ირაკლი მენაღარიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.

შეხვედრებისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები, კონკრეტულად კი საქართველოსა და ბელგიას შორის საზღვაო მიმოზიდვებში თანამშრომლების პერსპექტივები. 

Back to top button