
ახალი ამბები
კობა ბუჩუკური არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს
(თბილისი, 13 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – მცხეთის საარჩევნო ოლქიდან პარლამენტის დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა კობა ბუჩუკურმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მცხეთაში ჩატარებული პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.
არჩევნების საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების დიდი უპირატესობით სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბადრი ხატიძემ გაიმარჯვა. ბუჩუკური ხატიძის მომხრეებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს..
ბუჩუკურიც და ხატიძეც დაკავებული თანამდებობებიდან ახლახანს გაათავისუფლეს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების გამო.