
ახალი ამბები
დასასრულს უახლოვდება მოსამზადებელი სამუშაოები ნატო-ს სამხედრო სწავლებებისთვის
(თბილისი, 13 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს ეროვნულ სამხედრო აკადემიაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 70 წარმომადგენელი ასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებებისთვის “კოოპერატივ ბესთ ეფორტ – 2002”.
სამხედრო სწავლებები ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში 17-27 ივნისს ჩატარდება ვაზიანის განახლებულ სამხედრო ბაზაზე.
სწავლებებში 15 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის: სომხეთის, აზერბაიჯანის, ავსტრიის, ბულგარეთის, კანადის, საქართველოს, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, ლიტვის, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები.