ახალი ამბები

თურქეთი ქართულ შეიარაღებულ ძალებს 2,8 აშშ დოლარით ეხმარება

(თბილისი, 11 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს სააქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტმა დავით თევზაძემ და თურქეთის გენერალური შტაბის მეთაურმა გენერალმა ჰუსეინ ქივრიქოღლუმ ხელი მოაწერეს ოქმს ზურგის დარგში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ოქმის თანახმად, თურქეთის მხარე საქართველოს სამხედრო სფეროს განვითარებისთვის 2,8 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. თანხის ნაწილი მარნეულის აეროდრომისა და ვაზიანის სამხედრო ბაზის მოდერნიზაციას მოხმარდება.

გარკვეული თანხა თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმების წვრთნებისთვისაც არის გათვალისწინებული. ქართულ მხარეს ასევე გადმოეცემა სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.

გენერალი ჰუსეინ ქივრიქოღლუ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. 1998-99 წლებში ის ნატოს სამხედრო კომიტეტის პრეზიდენტი იყო. ამჯერად იგი გენშტაბის მეთაურის პოსტთან ერთად თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობასაც ითავსებს. 

ინფორმაცია შესაბამის თემაზე:


ვაზიანის სამხედრო ბაზა თურქეთის დახმარებით გაიხსნა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button