ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარეს სესიების შეწყვეტა სურს არჩევნებამდე

(თბილისი, 16 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 15 მაისის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უკეთესი იქნება, თუ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე საპარლამენტო სესიები გადაიდება.

“არ მინდა, რომ არჩევნების წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პოლიტიკური მხარეების დაპირისპირების არენად იქცეს მათი მხრიდან სხვადასხვა ურთიერთბრალდებების წამოსაყენებლად”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები 2 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button