skip to content
ახალი ამბები

აშშ საქართველოსადმი სამხედრო დახმარების დეტალებზე მუშაობას ასრულებს

(თბილისი, 10 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა ჯონ როზამ დღეს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩასვლის მხოლოდ დეტალებიღა დარჩა გადასაწყვეტი.

“ძირითადი პრინციპი დახმარებისა უკვე დამტკიცებულია, ახლა მხოლოდ საბოლოო დეტალები, ციფრები და თარიღები დარჩა შესათანხმებელი. ეს ყველაფერი ჯერ არ შეგვითანხმებია თავდაცვის მინისტრთან(დონალდ რამსფელდთან)” – განაცხადა გაერთიანებული შტაბის მიმდინარე ოპერაციების დირექტორის მოადგილემ გენერალმა ჯონ როზამ.

8 აპრილს პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვიდოდნენ. ეს ინფორმაცია ჯონ როზამაც დაადასტურა.

ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის გასატარებლად მოამზადებენ.

ისინი დაახლოებით 1500 სამხედრო პირს გაწვრთნიან. პროექტი აშშ-ის “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლისთვისაც აშშ-მა 64 მილიონი დოლარი გამოყო.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button