ახალი ამბები

გერმანიის უზენაესი სასამართლოს დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

(თბილისი, 9 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – გერმანიის უზენაესი სასამართლოს დელეგაცია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი გიუნტერ ჰირში ხელმძღვანელობს, საქართველოს 9-12 აპრილს სტუმრობს.

დელეგაციას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია, იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი და სხვები.

ვიზიტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დახმარების პროგრამის ფარგლებში იმართება, რომელიც 2000 წლიდან ხორციელედება. 

პროგრამის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გერმანიაში ვიზიტით 2000 წელს იმყოფებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button