skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს აფხაზეთში ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს

(თბილისი, 9 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოში არსებული ზოგიერთი ძალა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს”, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც 8 აპრილს გავრცელდა.

ივანოვის განცხადება 7 აპრილს საქართველო-აფაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის ფაქტს შეეხება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს კონფლიქტის ზონაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებისკენ მოუწოდა.

ეს შემთხვევა შეიძლება საქართელოს ოფიციალურ პოლიტიკადაც კი ჩაითვალოს – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მებრძოლები რუს სამშვიდობოებზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ. ქართული მხარის მტკიცებით, ეს შემთხვევა პროვოკაციული სახის იყო.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button