ახალი ამბები
შსს-ს მაღალჩინოსნები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ
(თბილისი, 5 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. შსს-ს ცნობით, თანამდებობა დატოვეს თბილისის პოლიციის სამი რაიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შეფმა. 22 მარტს თანამდებობა თბილისის პოლიცის შეფმა კახა ბაკურაძემ დატოვა.
This post is also available in: English (ინგლისური)