ახალი ამბები

თბილისის საკრებულო ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას აპროტესტებს

(თბილისი, 4 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – თბილისის საკრებულოს ფრაქციებმა დღეს პროტესტი გამოთქვეს დედაქალაქში ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატების გამო.

ამერიკულმა ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ “ეი-ი-ეს თელასმა” საქართველოს ენერგომარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 3 აპრილს თბილისში 1 კილოვატ ელექტროენერგიაზე ტარიფის 12,4 თეთრიდან 15,2 თეთრამდე გაზრდა მოსთხოვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქციები სახელმწიფოს ტარიფის შენარჩუნებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი გამოსვლებით იმუქრებიან.

გასულ წელს თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფი 9.8 თეთრიდან 12.4 თეთრამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ტარიფი ელექტროენერგიაზე საშუალოდ 8.4 თეთრია.

“ეი-ი-ეს თელასის” გენერალური დირექტორის იგნასიო ირიბარენის მიერ 3 აპრილს გაკეთებული განცხადებით, “ეი-ი-ეს”-ის დირექტორთა საბჭო 26 აპრილს ვოშინგტონში შეიკრიბება, რათა კომპანიის საქართველოში ფუნქციონირების მომავალი გადაწყვიტოს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button