ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი საგადასახადო შემოსავლების მინისტრს აკრიტიკებს

(თბილისი, 3 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოხსენება გააკეთა.

ამ ჭრილში ჯორბენაძემ საგადასახადო შემოსავლების მინისტრს ლევან ძნელაძეს მის სამინისტროში ფუნდამენტური საკადრო წმენდის განხორციელება მოსთხოვა.

სახელმწიფო მინისტრმა უკამყოფილება გამოთქვა საგანგებო ლეგიონის მუშაობის გამო, რომელიც კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე არის პასუხისმგებელი.

საგანგებო ლეგიონი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ექვემდებარება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button