ახალი ამბები

თბილისს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი ეწვია

(თბილისი, 2 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 2-6 აპრილს თბილისს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი, გენერალ-მაიორი ფრანც ვერნერი სტუმრობს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ვიზიტის დროს ვერნერი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს.

მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი დაათვალიერებს 11-ე ბრიგადას, გაეცნობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს, მის სტრუქტურას, საბრძოლო მომზადების მიმდინარეობას და გენერალური შტაბის მუშაობას.

მრჩევლთა საბჭო აშშ-ის, ბრიტანეთისა და გერმანიის სახელმწიფოების ინიციატივით 1998 წელს შეიქმნა. იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების გატარებაში ეხმარება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button