ახალი ამბები

ფრაქციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კონსულტაციებს მართავენ

(თბილისი, 2 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტზე დღეს კონსულტაციებს მართავენ.

1 აპრილს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე მიმდინარე კვირას უნდა განიხილოს.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკვე დანიშნა არჩევნების ვადა – 2002 წლის 2 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ მიიღებს ახალ კანონს, თვითმმართმმართველობის არჩევნები ძველი კანონის თანახმად ჩატარება.

საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა უკვე შეთანხმდა ქალაქის მერებისა და გამგებლების არჩევითობაზე. არსებული კანონმდებლობის თანახმად კი მათ პრეზიდენტი ნიშნავს.

თვითმმართველობის არჩევნების კანონპროექტის შესახებ საგანგებო სხდომა სავარაუდოდ 4 აპრილს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button