ახალი ამბები

შევარდნაძე “მოქკავშირის” ოპოზიციურ პარტიად ქცევას გამორიცხავს

(თბილისი, 1 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი” ოპოზიციური პარტია არ გახდება.

უახლოეს მომავალში პარტიის ყრილობა გაიმართება და “არა მგონია მისმა წევრებმა პარტია ოპოზიციურად გამოაცხადონ”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარნდაძემ დღეს მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

“მოქკავშირის” რეფორმატორული ფრთა, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ლიდერობს, პარტიის მართვის სადავეების ხელში აღებას ცდილობს.

ზურაბ ჟვანია პრეზიდენტ სევარდნაძეს 29 მარტს შეხვდა და მასთან ერთად პარტიაში არსებული ვითარება განიხილა. შეხვედრის შემდეგ ჟვანიამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იყოს პარტიაში, რომელშიც ქვემო ქართლის გამგებლის ლევან მამალაძის მსგავსი ადამიანები იმყოფებიან.

ლევან მამალაძე სმკ-ის ფარგლებში არსებულ პროშევარდნაძისტული ფრაქციის ლიდერია. ეს ფრაქცია ზურაბ ჟვანიას ოპოზიციურ დაჯგუფებად მოიაზრება.

“მოქკავშირის” ყრილობა სავარაუდოდ გაზაფხულის მიწურულს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button