ახალი ამბები

პუტინი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

(თბილისი, 1 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “პრეზიდენტი პუტინი მხარს უჭერს ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ რუსეთის პრეზიდენტთან 30 მარტის შეხვედრის შესახებ საუბრისას.

ჯაფარიძის განცხადებით, პუტინმა აღნიშნა, რომ ის არასოდეს შეხვედრია ვლადისლავ არძინბას და არც აპირებს მას შეხვდეს.

საქართველოს უშიშროების შეფთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სოხუმსა და თბილისს შორის კონსტიტუციური უფლებების გადანაწილების შესახებ დოკუმენტის მიღებას.

“თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციების გადანაწილების ძირითადი პრინციპები” გაერომ უკვე მოამზადა. მისი დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუმცა ის აფხაზეთს აუცილებლად საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად განსაზღვრავს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button