ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადებით, მმართველი კოალიციის ერთიანობას საფრთხე აღარ ემუქრება

აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი უფრო სერიოზულ უთანხმოებას ელოდა მმართველ კოალიციაში 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიების შედგენასთან დაკავშირებით.


პარლამენტის  თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საწყისი შეთანხმება თავის მოკავშირეებთან – პრეზიდენტ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ჟვანიასთან – არ იქნა შესრულებული. 


„პარტიული სიის შედგენა ძალიან მტკივნეული პროცესია. ეს გამოცდა იყო ჩვენი კოალიციისთვის და ჩვენ წარმატებით გადავლახეთ ის, რადგანაც ჩვენი ერთიანობა შენარჩუნდა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


თუმცა, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ იგი თავისი პოლიტიკური კარიერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. 

Back to top button