
ევროპარლამენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან უფრო ახლო ურთიერთობებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტმა 26 თებერვალს მოხსენება გააკეთა, რომელშიც ევროკავშირს და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას უფრო ახლო ურთიერთობებისკენ მოუწოდებს.
მოხსენება მხარს უჭერს ევროკავშირის დახმარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი და მოუწოდებს ევროკავშირს მოსთხოვოს რუსეთსა და თურქეთს ითანამშრომლონ რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების საქმეში.
გასულ თვეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის დახმარება გაწევის თაობაზე შეთანხმდნენ.
მინისტრთა საბჭოს დასკვნების პროექტი საქართველოსთან მიმართებაში გულისხმობს რეცომენდაციების მიცემას „ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან“ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ხავიერ სოლანას ოფისი ივნისის ბოლოს გასცემს რეკომენდაციას კავკასიის სამი ქვეყნის ევროკავშირის „უფრო ფართო ევროპის“ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე.