ახალი ამბები

აშშ პანკისში შეიარაღებულ ძალას არ გზავნის – რამსფელდი

(თბილისი, 14 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ფაქტია, რომ აშშ-ის პანკისის ხეობაში შეიარაღებული ძალის გაგზავნაზე არავითარი გეგმა არ გააჩნია. ჩვენ საკმაოდ ცოტა რაოდენობის სამხედრო ინსტრუქტორებს ვგზავნით საქართველოში, რათა მათ ქართველი სამხედროები გაწვრთნან”, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რონალდ რამსფელდმა მის რუს კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, იუწყება პენტაგონის საინფორმაციო სამსახური.

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში მარტის მეორე ნახევარში ჩამოვლენ. აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, საქართველოს 150 სამხედრო ექსპერტი ეწვევა.

ინსტრუქტორები პანკისის ხეობას შეფარებული ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოთხ ბატალიონს გაწვრთნიან.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button