ახალი ამბები

ოთხი ფრაქცია საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

(თბილისი, 13 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ფრაქციები “სოციალისტი”, “აღორძინება”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “თანადგომა” შეურთდნენ “ახალ მემარჯვენეების” ბოიკოტს და უარი თქვეს დასწრებოდნენ პარლამენტის სხდომას.

პრო-შევარდნაძისტული ფრაქციის “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდენმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ “ახალი მემარჯვენეების” მოთხოვნა მათთვის აბსოლუტურად მისაღებია.

“ახალი მემარჯვენეები” პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიმართ უნდობლობას გასული წლის დეკემბრიდან დღემდე გამოხატავენ.

ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის, ბადრი ბიწაძის, გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებს.

ფრაქციის თავმჯდომარის დავით გამყრელიძის განცხადებით, ეს არის შემთხვევა, როდესაც მთელი ძალაუფლება ერთი ოჯახის ხელში გადადის.

დღეს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მას არ ესმის  ფრაქციების გადაწყვეტილება, ვინაიდან  “ახალი მემარჯვენეები” ხვალ, 14 მარტს, აპირებენ დაესწრნონ საპარლამენტო სესიას, რომელზეც თვითგამოცხადებულ აფხაზეთში არსებული ვითარება განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button