ახალი ამბები

ოფიციალური თბილისი პარნკისის ხეობაში რუსეთის ოპერაციას გამორიცხავს

(თბილისი, 13 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის გეგმა პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ არარეალურია.

“ასეთი მოქმედება რუსეთის მხრიდან საქართველოსადგმი მიმართულ ღია არგესიად ჩაითვლებოდა”, განუცხადა ბეჟუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთი სამხედრო ოპერაციას გეგმავს პანკისის ხეობაში, რომელსაც თავს ჩეჩენი მებრძოლები და ალ ყაიდასთან დაკავშირებული ტერორისტები აფარებენ.

რუსეთი საქართველოს პანკისის ხეობაში ერთობლივი სამხდრო ოპერაციის გატარებას სთავაზობს, თუმცა საქართველო ამ წინადადებას უარით პასუხობს.

მარტის მიწურულს საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ჩამოვლენ, რომლებიც ოთხ ქართულ ბატალიონს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის გასატარებლად მოამზადებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button