skip to content
ახალი ამბები

აშშ პრეზიდენტმა და რუსეთის მინისტრმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს

(თბილისი, 13 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის პრეზიდენტმა დაარწმუნა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, რომ “რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად იქ (საქართველოში) არაფერი არ არის მოსალოდნელი”, მინისტრის ნათქვამზე დაყრდნობით აცხადებენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაცია “რეგიონში (პანკისის ხეობაში) ტერორისტებისა და ყაჩაღების ყოფნის ჭრილში” 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა.

11 მარტს პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ “პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით აშშ საქართველოში 150 სამხედრო ექსპერტის გაგზავნას აპირებს, რათა მათ ქართველი ჯარისკაცები პანკისის ხეობაში კონტროლის აღსადგენად გაწვრთნან”.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button