Placeholder canvas
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი რეფორმების დაჩქარებას მოითხოვს

(თბილისი, 8 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის განყოფილების დირექტორთან ჯუდი ო’კონორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  რომ საქართველომ სამთავრობო სტრუქტურების რესტრუქტურიზაცია უნდა დააჩქაროს.

ჯუდი ო’კონორმა დაადასტურა, რომ 2003 წლიდან მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 20%-ით შემცირებას აპირებს. ამის მიზეზი ქვეყანაში კორუფციის დასაძლევად მთავრობრის უშედეგო ბრძოლაა.  

სახელმწიფო მინისტრი ირწმუნება, რომ უახლოეს თვეებში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები განხორციელდება, რომლოს მიზანი სტრუქტურული და ადმინისტრაციული რეფორმების დაჩქარებაა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button