skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუსეთის სათათბიროს განცხადებას აპროტესტებს

(თბილისი, 8 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა განცხადება, რომელიც 6 მარტს რუსეთის სათათბიროს მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს.

რუსეთის სათათბიროს განცხადებაში ნათქმვამია, რომ მომავალში რუსეთმა შეიძლება განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის სახელმწიფოებად ჩამოყალიბების პროცესში დახმარების საკითხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთის დუმის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაა და ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის უგულვებელყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button