Placeholder canvas
ახალი ამბები

შევარდნაძის თქმით, პანკისში ქართულ-ამერიკული სამხედრო ოპერაცია არ გამოირიცხება

(თბილისი, 8 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “მე არ გამოვრიცხავ, რომ აუცლებლობის შემთხვევაში შესაძლოა პანკისის ხეობაში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო ოპერაცია ჩატარდეს”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 7 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“თუმცა აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავად მოუაროს მის საკუთარ ტერორიზმს”, თქვა პრეზიდენტმა.

ედუარდ შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ პანკისის პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება და სამხედრო მოქმედებების ჩარევა საჭირო არ გახდება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button