ახალი ამბები

აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ტრაგედიას არ წარმოადგენს, აცხადებს პუტინი

(თბილისი, 1 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ვერ ვხედავ ვერავითარ ტრაგედიას იმაში, რომ საქართველო აშშ-სთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობს”, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მხარეს არ შეუტყობინებია რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები საქართველოში ჩამოსვლას აპირებდნენ. სწორედ ამან გამოიწვია რუსეთის შეშფოთება, დასძინა პუტინმა.

პუტინი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს დღეს, ყაზახეთში გამართულ დსთ-ის არაფორმალურ სამიტზე უნდა შეხვდეს.

პრეზიდენტებს შორის საუბრის მთAვარი თემა პანკისის ხეობაში არსებული ვითარება და აშშ-ის სამხედრო დახმარება იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button