ახალი ამბები

ოფიციოზი პანკისში სამხედრო წვრთნების ჩატარებას უარყოფს

(თბილისი, 1 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია უარყოფს, რომ პანკისის ხეობაში საქართველოს სპეცდანაყოფებისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შენაერთების წვრთნა მიმდინარეობს.

დღეს სხვადასხვა წყაროები ამბობდნენ, თითქოს პანკისის ხეობაში საქართველოს დამატებითი ძალები განლაგდა და რომ ისინი ხეობაში თავშეფარებული ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ჯერჯერობით პანკისის ხეობაში არავითარი სამხედრო ოპერაცია არ იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button