ახალი ამბები

დასავლეთის მხარდაჭერის ძიებაში

ვაშინგტონმა ძველი პოლიტიკოსები ახალ ამპლუაში იხილა

საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება და პანკისის კრიზისი – ეს ის ორი ძირითადი საკითხი იყო, რომლებიც რეფორმატორთა სახელით ცნობილმა ჯგუფის წევრებმა ა.შ.შ.-ში ვიზიტისას განიხილეს.

“ჩვენ ვართ ოპოზიცია და ა.შ.შ.-ში ვიმყოფებოდით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები,” განაცხადა 19 თებერვალს, ა.შ.შ.-დან დაბრუნებულმა დეპუტატმა, იუსტიციის ყოფილმა მინიატრმა მიხეილ სააკაშვილმა.

რეფორმატორთა ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი, პარალმენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რევაზ ადამია და საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი მხიელ მაჭავარიანი ა.შ.შ.-ში 9-16 თებერვალს იმყოფებოდნენ. ვიზიტი ამერიკის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის მიწვევით შედგა.

“წლების განმავლობაში საქართველო მთლიანად იყო იდენტიფიცირებული ედუარდ შევარდნაძის სახელთან. ამიტომ პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკისადმი დასავლეთში არსებული იმედგაცრუების ფონზე, მოხდა სერიოზულად იმედგაცრუება საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ ვოშინგტონში, როგორც არ შემდგარ სახელმწიფოდ,” განაცხადა მეხეილ სააკაშვილმა 19 თებერვალს ვიზიტის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადებით ა.შ.შ.-ში ვიზიტის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო არ აირის მხოლოდ კორუმპირებული მთავრობა, არამედ “ეს არის სერიოზული ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებაზე უფრო ეფექტური პოლიტიკის გატარება. ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ.”

ა.შ.შ.-ში ვიზიტისას რეფორმატორთა ჯგუფის წევრებმა შეხვედრები გამართეს ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთა.

მაშინ როდესაც რეფორმატორთა ჯგუფი ა.შ.შ.-ს სტუმრობდა, პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობა მათ წინააღმდეგ შეტევებს აძლიერებდა. ხელისუფლება “ახალი ნაციონალური მოძრაობის” გააქტიურებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დასაყრდენის შექმნის დაწყებას საფთხედ აღიქვამს. ედუარდ შევარდნაძე ამ პროცესს საზოგადოების “პოლიტიზაციად” მიიჩნევს და მას გმობს. Mისი გაცხადებით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან საზოგადოების, განსაკუთრებით კი სტუდენტების პოლიტიზაცია დაუშვებელია.

პრეზიდენტის ამ განცხადების გაკეთებიდან ერთი კვირის შემდეგ, 13 თებერვალს განათლების მინისტრი მთავრობის სხდომაზე  მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ყრილობის წინააღმდეგ გამოდის. იგი აცხადებს, რომ ამ გაერთიანების უკან “ახალი ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დგას. განათლების მინისტრის მოსაზრებას იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული თემურ შაშიაშვილიც იზიარებს.

ყოველივე ამის შემდეგ პრეზიდენტმა გუბერნატორებისა და გამგებლების ერთი ნაწილის თანამდებობიდან გადააყენა. სახელმწიფო კანცელერიში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები ანტიკორუფციული საბჭოს მოხსენების საფუძველზე განხორციელდა. რეფორმატორები მიიჩნევენ, რომ რეგიონებში გამგებელთა გადაყენება პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობდა, რადგან ყველა მოხსნილი თანამდებობის პირი ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერი იყო.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძის მთავრობა საზოგადოებაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი გაერთიანებების შექმნაში, რომლებიც საკუთარ უფლებებს დაიცავენ, საფთხეს ხედავს, რადგან ეს გაერთიანებები ხელისუფლების სამართლიანი კრიტიკით გამოდიან.

ა.შ.შ.-ში გამრათული შეხვედრებისას საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. “ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელები დაგვეხმარონ, რათა საქართველოში არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და გაყლებების გარეშე,” აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მეორე საკითხი, რომელზეც ასევე ყველა შეხვედრისას გამახვილდა ყურადღება იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ ა.შ.შ.-ის დახმარება. განსაკუთრებული ყურადღება პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარებაზე გამახვილდა. ამ მხრივ დელეგაციის წევრები განსაკუთრებით ა.შ.შ.-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან პოლ ვოლფოვიცთან გამართულ შეხვედრას ანიჭებენ მნიშნველობას.

“ამერიკელებს კარგად ესმით, რომ პანკისის ხეობა არ არის ქართული მხარის მიერ შემქმნილი პრობლემა, რომ ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომოელსაც რუსეთი ატარებდა ჩეჩნეთში. აშშ-ს მიაჩნია, რომ პანკისის ხეობა არ შეიძლება იქცეს საქართველოს შანტაჟირების თემად,” აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.

“როდესაც საუბარია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, აქ საქართველოს აუცილებთალდ დაჭირდება ა.შ.შ.-ის დახმარება. რუსეთის მხრიდან პანკისში ცალმხრივი მოქმედება გამოიწვევს მდგომარეობის გაუარესებას,” აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ზურაბ ჟვანიას განცხადებით, აშშ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებისადმი. “ამერიკის მთავრობა ქართველი სამართალდამცველებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენას აპირებს,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 18 თებერვალს ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

რეფორმატორები ა.შ.შ.-ში ვიზიტით კმაყოფილნი არიან. სააკაშვილის განცხადებით რეფორმატორთა გუნდს შტატებში მხარს უჭერენ. “შეხვედრები, რომლებიც იქ გაიმართა მეტყველებს იმ პოზიციებზე, რომელიც ჩვენ ჯგუფს ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია,” აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რეფორმატორები ანალოგიურ ვიზიტებს უახლოეს მომავალში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებშიც გეგმავენ.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button