ახალი ამბები

რუსეთის სპეცსამსახური ბინ-ლადენის პანკისში ყოფნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

(თბილისი, 22 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 21 თებერვალს რუსეთის სპეცსამსახურის უფროსმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ არ ფლობს არავითარ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ბინ-ლადენის შესაძლო ყოფნაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ ისინი ბინ-ლადენის პანკისის ხეობაში ყოფნას არ გამორიცხავენ.

რუსეთის სპეცსამსახურის შეფი საქართველოში ვიზიტით 21-22 თებერვალს იმყოფება. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button