ახალი ამბები

გატაცებული პოლიციელები გაანთავისუფლეს

(თბილისი, 20 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 19 თებერვალს, გვიან საღამოს კრიმინალებმა გაანთავისუფლეს 17 თებერვალს პანკისის ხეობაში არსებული საგუშაგოდან გატაცებული ოთხი პოლიციელი.

გამტაცებლები არ დაუკავებიათ. სამართალდამცველები განთავისუფლების დეტალებზე არ საუბრობენ.

კრიმინალები პოლიციელთა გამოშვების სანაცვლოდ 17 თებერვალს სამართალდამცველების მიერ პანკისის ხეობაში დაკავებული ერთ-ერთი გავლენიანი ნარკომოვაჭრის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

სამართალდამცველთა განცხადებით პოლიციელების განთავისუფლება ყოველგვარი პირობის გარეშე მოხდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button