ახალი ამბები

საქართველო პანკისის ხეობაში რუსეთთან ერთად ოპერაციებს ჩატარებას უარყოფს

(თბილისი, 19 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა უარყო ის ფაქტი, რომ საქართველო და რუსეთი პანკისის ხეობაში ერთიანი ოპერაციის ჩატარებას აპირებენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა18 თებერვალს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავს.

18 თებერვალს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს პანკისში კრიმინალისა და ტერორიზმის აღსაკვეთად რუსეთთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან ერთად ერთიანი ოპერაციები ჩაატაროს.

17 თებერვალს ერთ-ერთი ქართული ბლოკპოსტიდან 4 ქართველი პოლიციელი გაიტაცეს. გამტაცებლები ერთ-ერთი ნარკომოვაჭრის გათავისუფლებას მოითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button