ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთს სტუმრობს

(თბილისი, 16 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 16-17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს.

დაგეგმილია მისი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და სხვა თანამდებობის პირებთან.

ვიზიტისას განხილული იქნება ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ საკითხები.

მას შემდეგ რაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია თურქეთში.

მსგავსი/Related

Back to top button