ახალი ამბები

რუსეთი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციაზე იმუშავებს

(თბილისი, 30 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – უახლოეს მომავალში საქართველოს რუსეთის საგანგებო სამინისტროს დელეგაცია ეწვევა, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილების სამშბლოში დაბრუნებაზე იმუშავებს, განაცხადა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმირ რუშაილომ 29 იანვარს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.

რუშაილომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაახლოებით 2 ათასმა ლტოლვილმა უკვე დატოვა პანკისის ხეობა და ჩეჩნეთში დაბრუნდა.

დღესდღეობით პანკისში დაახლოებით 5-7 ათასი ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება.

ახმეტის რაიონის მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს ლტოლვილების რეპატრიაციას. მათი სამშობლოში დაბრუნებას მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებაც.

მას შემდეგ, რაც საქართველომ პანკისის ხეობაში ლტოლვილები შეიფარა, რუსეთი გამუდმებით ადანაშაულებს საქართველოს, რომ ის პანკისში ჩეჩენ და სხვა ეროვნების მებრძოლებს იფარებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button