ახალი ამბები

დევნილთა ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

(თბილისი, 28 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ენგურის ხიდთან გამართული აქციის მონაწილეებმა წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს.

ულტიმატუმის თანახმად, ედუარდ შევარდნაძეს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობო ძალების მანდატის შესახებ.

დევნილთა თქმით, ხელისუფლების მიერ ხალხის ნების არაღსრულების გამო აფხაზეთიდან ყველა დევნილი მობილიზებულია და ისინი ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

Back to top button