Placeholder canvas
ახალი ამბები

2002 წლის ბიუჯეტის განხილვა გადაიდო

(თბილისი. 16 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა გადაწყვიტა 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 17 იანვრისთვის გადაიტანოს.

პარლამენტში 15 იანვარს გვიან საღამოს წარდგენილ პროექტში საშემოსავლო ნაწილი მხოლოდ 26 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

დეპუტატები შემოსავლების სულ ცოტა 140 მილიონი ლარით გაზრდას ითხოვენ. ამ მოსაზრებას ყველა ფრაქცია უჭერს მხარს გარდა “ახალი მემარჯვენეებისა”.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button