ახალი ამბები

შევარდნაძე რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის წინააღმდეგია

(თბილისი. 14 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 14 იანვარს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დარჩებიან სანამ მათი ჩანაცვლების საკითხი არ გადაწყდება.

12 იანვარს, საქართველოში მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანატოლი ზლენკომ დაარწმუნა საქართველოს ხელისუფლება, რომ უკრაინა სამშვიდობო ძალებს შემოიყვანს კონფლიქტურ ზონაში, თუ სამშვიდობა ოპერაცია გაერო-ს ეგიდით ჩატარდება.

რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი 2001 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

2001 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ითვალისწინებას.

მიუხედეავად იმისა რომ ედუარდ შევარდნაძემ, თავდაპირველად მხარი დაუჭირა პარლამენტს მოთხოვნას, 2001 წლის 30 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის დაჩქარებას არ ემხრობა.

Back to top button